პსჟ-მ მწვრთნელსა და 5 ფეხბურთელს ახალი კონტრაქტები გაუფორმა
ზედიზედ მოპოვებული ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენმა, მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესა და გუნდის ხუთ საკვანძო მოთამაშეს, ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებით გადაუხადა მადლობა.
პარასკევს, მონაკოსთან მატჩის წინ, მთავარი მწვრთნელის გარდა, პარიზელებმა შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრების კონტრაქტების გახანგრძლივებაც ოფიციალურად დაადასტურეს. ლუკას ბერალდომ, სენი მაიულუმ, ჟოაო ნევეშმა და ვილიან პაჩომ კლუბთან ახალი შეთანხმებები 2031 წლამდე გააფორმეს, ხოლო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონმა, ფაბიან რუისმა, პარიზში დარჩენა 2028 წლამდე გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ პსჟ კონტრაქტების გახანგრძლივების შესახებ, ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დემბელესთანაც მუშაობს.
Le @PSG_inside présente au Parc des Princes les joueurs et le coach qui ont prolongé leur contrat ✍️🔥#PSGASM pic.twitter.com/ZmiJnkmWR1
— L1+ (@ligue1plus) September 4, 2026