Belive

ლუკაკუს ისევ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომელუ ლუკაკუს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. მილანის "ინტერის" თავდამსხმელს, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, პრაღაში, "სლავიასთან" გამართულ შეხვედრაში, ჩეხმა ფანებმა კანის ფერზე მიუთითეს და შეურაცხმყოფელი სიტყვები ეძახეს. ამის შესახებ ბელგიელმა ფორვარდმა თავად ისაუბრა. "რასიზმის პრობლემაზე ბელგიის ნაკრებში ყოფნისასაც ვისაუბრე. UEFA-მ რამე უდნა იღონოს, ასეთი ქმედებები სტადიონებზე დაუშვებელია. გუშინ ეს საკუთარ თავზე ორჯერ გამოვცადე. ახლა 2019 წელია, კონკრეტულ კლუბებში ბევრი განსხვავებული ეროვნების წარმომადგენელი ფეხბურთელი თამაშობს, ტრიბუნებზე ასეთი ბოროტი ხალხის ყოფნა კი ბავშვებისთვის ძალიან ცუდი მაგალითია. გოლის გატანის შემდეგ, მთელი სტადიონი რასისტულ ფრაზებს სკანდირებდა და ეს კარგი არ არის, უეფამ რაღაც ზომები უდნა მიიღოს",-თქვა 26 წლის ფეხბურთელმა. ლუკაკუ "ნერაძურიში" მიმდინარე წლის ზაფხულში, "მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა" და 17 შეხვედრაში უკვე 11 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

სხვა სტატიები