Belive

10 საფეხბურთო უსამართლო მოვლენა, რომლებიც გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ფეხბურთის ისტორიაში უამრავი საკამათო ეპიზოდი მომხდარა, რაზეც გულშემატკივრები დღემდე ვერ თანხმდებიან. ასევე მომხდარა ისეთი შეცდომები, რომლებსაც მატჩის ბედი გადაუწყვეტიათ. გთავაზობთ 10 ასეთ შემთხვევას, რომლებიც გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ. 1. ტიერი ანრის ხელით თამაში ირლანდიასთან ლეგენდაურლმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ირალნდიასთან ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რითიც საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. მსაჯს ეს გოლი არ უნდა ჩაეთვალა, რადგან ანრიმ საჯარიმოში ბურთი ხელით შეიგდო და ისე გაიტანა გოლი.
1
2. ფრენკ ლამპარდის არ ჩათვლილი გოლი გერმანიასთან 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მერვედფინალში ერთმანეთს ინგლისი და გერმანია უპირისპირდებოდნენ. ფრენკ ლამპარდმა ნოიერის კარში შორეული დარტყმით გაიტანა. მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, თუმცა გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.
3. 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ტოტენჰემის" კარში დანიშნული პენალტი სადიო მანემ საჯარიმოში გადაცემა შეასრულა, რომელსაც მუსა სისიკომ მხარი შეუშვირა. მატჩის მთავარმა არბიტრმა კი პენალტი დანიშნა. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ სისოკოს ბურთი ხელზე არ მოხვედრია. უცნაურია ის, რომ "ვარ-მა" ეს ეპიზოდი განიხილა და გადაწყვეტილება არ შეიცვალა.
4. ნანის წითელი ბარათი მადრიდის "რეალთან" შეხვედრაში. ცნობილი დაპირისპირება, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის მეორე ტაიმში პორტუგალიელი ფეხბურთელი მსაჯმა მინდვრიდან გააძევა. ნანიმ ალვარო არბელოას, რომელიც ჰაერში ხტებოდა ფეხი ჩაარტყა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნანი, ესპანელ ფეხბურთელს ვერ ხედავდა. თავისმხრივ არბელოამ ეპიზოდი შესანიშნავად გააფორმა და მატჩის მთავარი არბიტრი შაჩირი ამას წამოეგო.
5. რობინ ვან პერსის წითელი ბარათი "ბარსელონასთან" მატჩში. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, რობინ ვან პერსიმ ყვითელი ბარათი მიიღო. რამდენიმე წუთის შემდეგ ნიდერლანდელი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რაზეც არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა სასტვენის მეშვეობით დააფიქსირა, თუმცა ეს ვან პერსიმ ვერ გაიგო და ბურთი კარისკენ გადაგზავნა. ამის გამო არბიტრმა მას მეორე ყვითელი ბარათი ამოუღო და მინდვრიდან გააძევა. "არსენალის" ფეხბურთელი გულმოდგინედ უხსნიდა, რომ ტრიბუნების ხმაურის გამო სასტვენის ხმა ვერ გაიგო, მაგრამ მსაჯი შეუვალი აღმოჩნდა და გადაწყვეტილება არ შეცვალა.
6. ჰარი კეინის იგნორი რაჰიმ სტერლინგის მიმართ. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ინგლისის ნაკრები ხორვატიას უპირისპირდებოდა და 1:0-საც იგებდა. მატჩის 33-ე წუთზე ჰარი კეინი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მომენტი გააფუჭა. კეინს გვერდზე რაჰიმ სტერლინგი იდეალურ პოზიციაში ეხსნებოდა, თუმცა პასი არ გაუკეთა. ვინ იცის, რომ არა ეს ეპიზოდი შესაძლოა ინგლისის ნაკრები ფინალში გასულიყო.
7. 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი "ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის ამ მატჩზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ყველამ კარგად იცის თუ რა მოხდა იმ შეხვედრაში.
8.  მარადონას ხელით გატანილი გოლი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონათზე, მეოთხედფინალში არგენტინა და ინგლისი ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმ შეხვედრაში დიეგო მარადონამ გოლი ხელით გაიტანა, რაც მსაჯმა ჩათვალა. დღემდე ამ ფაქტის გამო ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები ძალიან გაბრაზებულები არიან.
9. რონალდუს რეაქცია რუნის გაძევების შემდეგ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რუნისა და რონალდუს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, სადაც კრიშტიანუმ ინგლისელის პროვოცირება მოახდინა, რის შედეგადაც მსაჯმა რუნი მინდვრიდან გააძევა. ამის შემდეგ რონალდუმ თანაგუნდელს თვალი ჩაუკრა. ეს ქმედება კი მას ინგლისელმა გულშემატკივრებმა არ მოუწონეს.
10. იენს ლემანის გაძევება 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და საოცარ ფორმაში მყოფი "არსენალი" დაუპირისპირდნენ. მატჩის მე-18 წუთზე სამუელ ეტოო ლემანთან პირისპირ რჩებოდა, რა დროსაც კარიდან გერმანელი მეკარე გამოიქცა და ეტოო წააქცია, თუმცა ლუდოვიკ ჟულიმ ცარიელ კარში გოლის გატანა მაინც მოახერხა.  მსაჯმა გოლი არ ჩათვალა და იენსი მოედნიდან გააძევა, რასაც დღემდე დიდი დავა და კამათი მოსდევს. გულშემატკივრების ნაწილი ფიქრობს, რომ მსაჯს შეეძლო გოლის ჩათვლა და ლემანის მინდორზე დატოვება. ის შეხვედრა კატალონიელებმა 2:1 მოიგეს.

სხვა სტატიები