Belive

ლუკა ტონი: "კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებთან ერთად მუნდიალზე თამაშს ვუსურვებ"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკა ტონიმ, კვარაცხელიასა და ჩვენი ნაკრების შესახებ ისაუბა. ტონი საქართველოს ნაკრების ბოლო დროის წარმატებას შეეხო.

ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა, სამწუხაროდ, ცუდად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნირზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა, გუნდი ფინალურ ეტაპზეც წარმატებით გამოვიდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მინდა, ამის გამო საქართველოს ნაკრები შევაქო.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან თავისი კლასი უკვე აჩვენა. ჩვენ ბედნიერება გვაქვს, რომ ის იტალიის სერია A-ში თამაშობს. კვარას შესახებ ყველაფერი ვიცით – ის მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან კარგი მოთამაშეა. ვუსურვებ, რომ საქართველოს ნაკრები მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს - ლუკა ტონიმ ეს განცხადება საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა

იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

სხვა სტატიები