Belive

საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო E ჯგუფში მოხვდა, დღეს კი ცნობილი გახდა, დაზუსტებით რა გზას გაივლის ჩვენი ნაკრები.

ფიფა-ს ოფისში გამართული წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ E ჯგუფში ჩვენთან ერთად თურქეთი, ბულგარეთი და ერთა ლიგაზე ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება. საქართველოს ნაკრები პირველ ორ მატჩს თურქეთთან და ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე გამართავს, ყველა მატჩი 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

პირველი ტური – 4 სექტემბერი

საქართველო – თურქეთი

ბულგარეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები

მეორე ტური – 7 სექტემბერი

საქართველო – ბულგარეთი

თურქეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები

მესამე ტური – 11 ოქტომბერი

ბულგარეთი – თურქეთი

ესპანეთი/ნიდერლანდები – საქართველო

მეოთხე ტური – 14 ოქტომბერი

თურქეთი – საქართველო

ესპანეთი/ნიდერლანდები – ბულგარეთი

მეხუთე ტური – 15 ნოემბერი

საქართველო – ესპანეთი/ნიდერლანდები

თურქეთი – ბულგარეთი

მეექვსე ტური – 18 ნოემბერი

ბულგარეთი – საქართველო

ესპანეთი/ნიდერლანდები – თურქეთი

მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპიდან პირდაპირი წესით 12 გუნდი მოხვდება (12 ჯგუფის პირველადგილოსნები). ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს ერთა ლიგის 4 საუკეთესო დაემატება და პლეი ოფის პრინციპით შეეცდებიან მუნდიალზე მოხვედრას.