ხავი სიმონსის ტრანსფერით ბაიერნი ინტერესდება
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევმა, ხავი სიმონსმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ,,ლაიფციგში'' გაატარა, კარიერა, შესაძლოა, მიუნხენის ,,ბაიერნში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Sky Sport ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 21 წლის ნახევარმცველი ,,რეკორდმაისტერის'' ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. მისი გადაბირება კლუბის სპორტულ დირექტორს, მაქს ებერლს სურს, რომელიც ფეხბურთელის ,,ლაიფციგში'' გადასვლაზეც მუშაობდა.
სიმონსის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონი ევროა.
გასულ სეზონში ნიდერლანდელმა ,,ლაიფციგის'' მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.