ლუკა ლოჩოშვილით ლა ლიგის გუნდი ინტერესდება
საქართველოს ნაკრების და იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი "კრემონეზეს" ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის მიმართ ინტერესს ლა ლიგის წარმომადგენელი კლუბი იჩენს.
GolaTV-ის ცნობით, 25 წლის ქართველი მცველის დამატების სურვილი მადრიდულ "რაიო ვალეკანოს" აქვს, რომელსაც დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამ პოზიციაზე მოთამაშე 2 ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის და "ბეშიქთაშის" ხავიერ მონტეროს დამატებას გეგმავს.
🚨 El @RayoVallecano quiere reforzar su centro de la defensa, con un central izquierdo (natural)
— GolaTV (@GolaTVV) July 10, 2023
🇬🇪 Luka Lochoshvili (Cremonese)
🇪🇦 Javier Montero (Besiktas)
La DD ya ha empezado a negociar con sus respectivos equipos.
NO se descarta firmar a los 2 si no se va de precio. pic.twitter.com/gRSkya2NTU
ცნობილი ხდება ისიც, რომ ესპანურმა კლუბმა ფეხბურთელების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო და თუ ფასზე შეთანხმება შედგება, ორივე ტრანსფერი განხორციელდება.
ლუკა ლოჩოშვილმა 2022/23 წლების სეზონი სერია A-დან აწ უკვე დაქვეითებულ "კრემონეზეში" გაატარა და ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა