ლიგის მომავალ სეზონში, შესაძლოა, 6-მა იტალიურმა გუნდმა ითამაშოს | რა უნდა მოხდეს ამისთვის?
რამდენიმე კვირის წინ, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში იტალიის სერია A-ს 5 წარმომადგენელი ეყოლება.
2024-2025 წლების სეზონიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატი იცვლება და 32 გუნდის ნაცვლად, მასში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს. დამატებითი 4 ადგილიდან კი 2 იმ ლიგებზე გადანაწილდა (სერია A, ბუნდესლიგა), რომელთა წარმომადგენლებმაც სეზონში უეფას კოეფიციენტების ცხრილში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს,
,,ატალანტას'' ევროპა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ კი გაჩნდა იმის შანსი, რომ ლიგაზე 6-მა იტალიურმა კლუბმა ითამაშოს.
ამისთვის სერია A-ს მიმდინარე სეზონი გასპერინის გუნდმა სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე უნდა დაასრულოს. თუ ჩემპიონატი ასე დამთავრდება, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ,,რომაც'' შეძლებს. ამ მომენტისთვის ბერგამოელები სწორედ მე-5 ადგილს იკავებენ, თუმცა შანსი აქვთ, რომ საუკეთესო სამეულშიც მოხვდნენ.
სერია A-ს Top ექვსეული ასე გამოიყურება (ატალანტას გარდა, ხუთივე გუნდს 37 მატჩი აქვს ჩატარებული):
ინტერი - 93 ქულა
მილანი - 74 ქულა
ბოლონია - 68 ქულა
იუვენტუსი - 68 ქულა
ატალანტა - 66 ქულა (36 მატჩი)
რომა - 63 ქულა
If Atalanta remain fifth in Serie A, Roma will also qualify for the #UCL.
— Ben Jacobs (@JacobsBen) May 22, 2024
That means potentially SIX Italian teams in the Champions League next season.🇮🇹 pic.twitter.com/fHgNCyY2pC