ლუკა ლოჩოშვილის შეფასება პადერბორნის წინააღმდეგ
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის 21-ე ტურის შეხვედრაში პადერბორნმა ნიურნბერგი 2:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდიდან ერთადერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილმა 75-ე წუთზე გაიტანა.
ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. ქართველმა 3-ჯერ ბურთი ჩაჭრა, 3-ჯერ კი სახიფათო შეტევა განმუხტა და ბურთი მოიგერია, 2-ჯერ კარისკენ დარტყმული დაბლოკა, ხოლო 7-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა და თავის გუნდს შეტევის წამოწყებაში დაეხმარა. ქართველმა მცველმა 15 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 9-ში გაიმარჯვა, ბურთს 65-ჯერ შეეხო, 36 გადაცემიდან 34 ზუსტად შეასრულა (94%), ერთხელ კი კარში დაარტყა და ისიც გოლად გარდაქმნა.
ლუკა ლოჩოშვილს თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა, როგორ შეფასდა ქართველი ფეხბურთელის თამაში სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 8.1
Flashscore - 7.8
Whoscored - 8.0
⏰ 90+5'
— 1. FC Nürnberg (@1_fc_nuernberg) February 7, 2026
Wir unterliegen dem SC Paderborn knapp mit 1:2.
Zum Spielbericht 👉 https://t.co/gx961qLJ8p
⚽ 2:1 | #SCPFCN | #fcn pic.twitter.com/qViTNPAZdF
ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 26 ქულით მე-9 ადგილზეა (7 მოგება, 5 ფრე, 9 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 13 თებერვალს კარლსრუეს წინაარმდეგ გამართავს.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში მე-2 გოლი გაიტანა.