Belive

ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

წარუმატებელი შედეგების ფონზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის გუნდის," კრემონეზეს" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალვინი და მისი გუნდი გაათავისუფლეს.

52 წლის იტალიელ სპეციალისტს შემცვლელი მალევე მოუძებნეს და მისივე თანამემამულე, დავიდე ბალარდინით ჩაანაცვლეს. 59 წლის სპეციალისტს, რომელმაც ახალ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კარიერის განმავლობაში არაერთი იტალიური კლუბის მწვრთნელის რანგში უმუშავია, მათ შორის "პალერმოში" ლევან მჭედლიძის და "ჯენოაში" კახა კალაძის თავკაცი გახლდათ. ბალარდინიმ 2009 წელს "ლაციოსთან" ერთად იტალიის სუპერ თასის მოგება მოახერხა და ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი ტიტულია.

​იტალიის სერია A-ში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, კრემონელები 7 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფებიან და შემდეგ ტურში, 23 იანვარს, "ბოლონიას" დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება იტალიის თასს, აქ ლოჩოშვილის გუნდის მეტოქე მერვედფინალურ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იქნება.

სხვა სტატიები