ლუკა გუგეშაშვილის დამატებით თურქული და ხორვატული კლუბები ინტერესდებიან
საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა შესაძლოა აზერბაიჯანული "ყარაბახი" დატოვოს.
23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება ხორვატულ და თურქულ კლუბებს სურთ.
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა azerisport.com-ი წერს, ლუკა გუგშეაშვილის დამატება ხორვატიის ჩემპიონატის წარმომადგენელ "რიეკას" და რამდენიმე თურქულ კლუბს სურთ.
ლუკა გუგეშაშვილი "ყარაბახს" 2022 წლის 30 ივნისს, თავდაპირველად პოლონური "იაგელონიადან" იჯარის წესით შეუერთდა, 1 ივლისს კი აზერბაიჯანის საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ის სრულფასოვნად დაიმატა.
გუგეშაშვილმა, რომელმაც მონღოლეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა, "ყარაბახის" მაისურით 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა და სულ 22 გოლი გაუშვა. გუგეშაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონობის მოპოვებაც მოახერხა.