ლუის სუარესმა პორტო ალეგრეს საპატიო მოქალაქის ჯილდო მიიღო
ლუის სუარესმა ბრაზილიური კლუბის "გრემიოს" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც "ინტერ" მაიამიში გადასვლას გეგმავს. ამის საპატივსაცემოდ ურუგვაელმა ფეხბურთელმა დაუვიწყარი სეზონისთვის პორტო ალეგრეს მოქალაქის ჯილდო და ფარუპილჰას მედალი მიიღო .
მას ეს ჯილდო ბრაზილიის სამხრეთ შტატის რიო გრანდე დე სულის საკანონმდებლო ასამბლეამ გადასცა.
ჩვენ ვტოვებთ მეგობრებს. ჩვენი შვილები ტოვებენ მეგობრებს. მე დავრჩი იმ სიყვარულით, რომელიც "გრემიოს" ხალხმა და ასევე [ადგილობრივმა კონკურენტებმა] "ინტერნასიონალმა" მაჩუქეს. ფანების მხარდაჭერა ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მოვსულიყავით ამ დიდ ქალაქში და ქვეყანაში, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩამოსვლის მომენტიდან ვისიამოვნებდით. დიდი მადლობა სიყვარულისთვის. მალე შევხვდებით ერთმანეთს.
-თქვა სუარესმა
სუარესმა თავდაპირველად კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ის ბრაზილიურ კლუბს დეკემბერში თავისუფლად დატოვებს მას შემდეგ, რაც ივლისში კონტრაქტის ხელახალი მოლაპარაკება განხორციელდება. ბოლო კვირების განმავლობაში, "გრემიოს" ფანები სოციალურ ქსელების მეშვეობით ვეტერან ფორვარდს დარჩენას სთხოვდნენ.
ურუგვაისა და არგენტინის მედიის ცნობით, ლივერპულის, ბარსელონასა და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი მაიამის "ინტერთან" ერთწლიან კონტრაქტზე დათანხმდა, ლუის სუარესი ლეო მესისთან, სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან ერთად თამაშს გეგმავს.
მას შემდეგ, რაც იანვარში ურუგვაის "ნასიონალიდან" „გრემიოს“ შეუერთდა, სუარესმა 50 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასულ წელს "გრემიო" ბრაზილიის სერია ბ-ში ასპარეზობდა, წელს კი სერია ა-ში მეხუთე ადგილზეა, ლიდერ "პალმეირასს" ოთხი ქულით ჩამორჩება და სამი მატჩია დარჩენილი.
ORGULLOSO de recibir los reconocimientos de "Cidadão de Porto Alegre" y "Medalha do Mérito Farroupilha"!
— Luis Suárez (@LuisSuarez9) November 28, 2023
Muito obrigado 💙 pic.twitter.com/RmXdqqqzHa