ლუის ენრიკე: "მესის 1 კაცით ვერ გააჩერებ, თავს კოლექტიურად დავიცავთ"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ინტერ მაიამი პსჟ-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა მრავალი კუთხითაა გამორჩეული. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ მესის ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვს როგორც ფრანგულ კლუბთან, ასევე ლუის ენრიკესთან. ესპანელი სპეციალისტი იმ ბარსელონას თავკაცი იყო, რომელმაც 2015 წელს ტრებლი მოიგო.
ეჭვგარეშეა, რომ ეს თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება - ემოციური ჩემთვის, კლუბისთვის და იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც მესისთან ერთად გაატარეს დრო.
მშვენიერია ამ მოთამაშეების ხელახლა ნახვა(9 მესი, სუარესი, ალბა, ბუსკეტსი). ისინი ჩემთვის უბრალოდ ფეხბურთელებზე მეტნი არიან - მატჩამდე და მატჩის შემდეგ ეს სენტიმენტალური იქნება.
ბუსკეტსი ისევ იგივეა, ლეო ბურთთან შეუდარებელია, სუარესი კვლავ განსაცვიფრებელ გოლებს იტანს და მასკერანო ახლა მათ წვრთნის - ეს ჩვენ ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევს.
ლეოს შეუძლია ნებისმიერი ინდივიდის დამარცხება. თუ მის შესაჩერებლად ერთ მოთამაშეს დავეყრდნობით, ყველაფერი დამთავრდება. მთელი გუნდის ერთად მუშაობა გვჭირდება. - განაცხადა ლუის ენრიკემ
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ უდიდესი ფავორიტის სტატუსით სარგებლობს, ლუის ენრიკემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ინტერ მაიამის დაუფასებლობას არ აპირებენ. მესი ამერიკაში სწორედ პსჟ-დან გადავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.