ლუის სუარესმა ინტერ მაიამი მარცხისგან ვერ იხსნა
კონკაკაფის ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ინტერ მაიამისა" და "მონტერეის" დაპირისპირება შედგა. მაიამიში, "Chase Stadium"-ზე გამართული მატჩი, მასპინძლების მარცხით 1:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ "ინტერ მაიამიმ" ლეო მესის გარეშე ითამაშა, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება - ლუის სუარესმა კი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, "ინტერ მაიამი" წაგებისგან ვერ იხსნა. საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხის შემდეგ, ფლორიდელების მდგომარეობა გართულდა და სულ უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ "ინტერ მაიამი" მომდევნო ეტაპზე გავიდეს და საბოლოოდ ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდეს.
შეგახსენებთ, კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, რომელიც განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.
Termina el partido.#MIAvMTY pic.twitter.com/q5f6AX3hH9
— Inter Miami CF (@InterMiamiCF) April 4, 2024