Belive

ლუის სუარესი: "მე და მესის გვსურს, რომ კარიერა ერთად დავასრულოთ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ბრაზილიური "გრემიოს" 36 წლის ფორვარდმა - ლუის სუარესმა, კარიერის დასრულებისა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა. 

სუარესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ლეო მესისთან ერთად უკვე განხილული აქვს ის ფაქტი, რომ მალე ორივე კარიერას დაასრულებენ, თუმცა როგორც "ელ პისტოლერომ" განაცხადა, მას და მესის სურთ, რომ კარიერა ერთად, ერთ კლუბში დაასრულონ. 

 

"მესისთან ძალიან ბევრი წელია ვმეგობრობ და იგი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ნამდვილად რთული დასაჯერებელია, თუ იმას ვიტყვი, რომ მესი ფეხბურთელზე უფრო კარგი რაიმე საქმეშია, მაგრამ მან განსაკუთრებული მეგობრობა იცის.

რამდენიმე დღის წინ, მას (მესის) ვესაუბრე და ერთ აზრზე ჩამოვყალიბდით, რომ კარიერის ბოლო წლებში ერთად თამაში და კარიერის ერთად დასრულება ძალიან საინტერესო გამოწვევა იქნებოდა.

ვნახოთ რა იქნება, მე მსურს მესისთან ერთად თამაში, შესაბამისად, მესისაც უნდა, რომ ერთად ვითამაშოთ. ჯერჯერობით რთულია გადაწყვეტილების მიღება. ვნახოთ რა იქნება "გრემიოს" დატოვების შემდეგ..." - ლუის სუარესი

შეგახსენებთ, რომ მესი და სუარესი "ბარსელონას" რიგებში ერთად 2014-2020 წლებში თამაშობდნენ. ლუის სუარესმა კატალონიური გრანდის რიგებში 283 მატჩი ჩაატარა, სადაც 195 გოლი გაიტანა და 113 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. 

2014/2015 წლების "ბარსელონას" სამხრეთ ამერიკული ტრიო (მესი, სუარესი, ნეიმარი), ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ტრიოდ არის წოდებული. 

მესის, ნეიმარისა და სუარესის "ტრიუმვირატი" 2014-15 წლების სეზონიდან 2016-17 წლების სეზონამდე გაგრძელდა. "MSN"-ს ანგარიშზე, 450 ჩატარებულ მატჩში, 364 გატანილი გოლია. ტრიო თამაშში საშუალოდ 0.81 გოლს იტანდა. 

სხვა სტატიები