ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, კოლო მუანი პსჟ-ს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რანდალ კოლო მუანი წინასასეზონო მზადებას პარი სენ ჟერმენის 21-წლამდელთა გუნდთან ერთად იწყებს.
როგორც Le Parisien წერს, ფრანგი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და პსჟ-ს მისი გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუმცა მის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ არსებობს.
ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, ასევე, მილან შკრინიარი, მარკო ასენსიო, კარლოს სოლერი და ნორდი მუკიელე ვარჯიშობენ, სწორედ ის ფეხბურთელები, რომლებიც პარიზულ კლუბს, დიდი ალბათობით, მალე დატოვებენ.
კოლო მუანიმ გასული სეზონი იჯარით ტურინის იუვენტუსში გაატარა. 26 წლის თავდამსხმელმა ,,ბებერი ქალბატონების'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.