,,იმით, რაც ვნახე, კმაყოფილი ვარ'' - ლუის ენრიკე მალიორკასთან მარცხის შემდეგ
23 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მალიორკასთან წაგებულ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა:
,,სამართლიანი შეფასება რთულია. ვფიქრობ, საინტერესო პირველი ტაიმი გვქონდა, თუმცა მეორე გოლის მომენტში შეცდომა დავუშვით, რის შემდეგაც თამაში გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, იმით, რაც ვნახე, კმაყოფილი ვარ. აკადემიის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა. ეს მატჩი ჩვენი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ისეთი შედეგი არ არის, როგორიც გვსურდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.
როდესაც პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ თამაშობ, ეს ნებისმიერი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა და ეს სრულიად ბუნებრივია. ეს ჩვენი წინასასეზონო მომზადების პირველი კვირაა და შემადგენლობაში აკადემიის ბევრი ფეხბურთელი გვყავდა. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და ხაზი უნდა გავუსვა როგორც მათ ოსტატობას, ისე მენტალიტეტს.
3 დღეში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. მოსალოდნელია, რომ სანამ სანაკრებო მატჩებში დაკავებული ფეხბურთელების დაბრუნებას ველოდებით, რეალურად ვერ ვნახავთ, თუ როგორი სახე ექნება ჩვენს გუნდს.'' - ლუის ენრიკე
ლუის ენრიკეს გუნდმა ახალი სეზონის წინ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და მალიორკასთან სტუმრად 0:3 დამარცხდა. პარიზელთა რიგებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან მხოლოდ კვარაცხელიამ, საფონოვმა და პაჩომ ითამაშეს.
პსჟ მომავალ ამხანაგურ მატჩს შაბათს, 8 აგვისტოს, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს.
❤️💙🎙️🇪🇸 Luis Enrique : « C’est difficile de faire une analyse juste. Je pense qu’on a fait une première mi-temps intéressante, mais on a fait une erreur sur le deuxième but concédé et ça a été difficile. Mais je suis content de ce que j’ai vu, j’ai vu des Titis jouer très bien.… pic.twitter.com/PloMMIzpQW
— Paris No Limit (@Xparisnolimit) August 6, 2026