ლუის ენრიკემ ლივერპულთან სათამაშოდ პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობა დაასახელა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ნაჩვენები დომინანტური პერფორმანსის შემდეგ, ლუის ენრიკემ პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ინგლისში გაემგზავრა და ენფილდზე, ლივერპულის წინააღმდეგ გასამართი საპასუხო მატჩის განაცხადშია.
პარი სენ-ჟერმენის ოფიციალურ ვებგვერდზე განღავსებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას, აჰრაფ ჰაკიმისა და უსმან დემბელესთან ერთად, გუნდის განაცხადში ბრედლი ბარკოლაც მოხვდა, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
The Parisian squad heading to Liverpool. ⚔️#LIVPSG I #UCL pic.twitter.com/zhXcaxnNrR
— Paris Saint-Germain (@PSG_English) April 13, 2026
პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობა
საფონოვი, შევალიე, ჰაკიმი, ბერალდო, მარკინიოსი, ზაბარნი, კვარახცელია, რამოსი, დემბელე, დუე, ვიტინია, ლი კანგ-ინ, ერნანდესი, მაიულუ, ნუნო მენდეში, დრო, ბარკოლა, ზაირ-ემერი, მბაიე, პაჩო, ჟოაო ნევეში, რენატო მარინო.
ლივერპულისა და პარი სენ-ჟერმენის 1/4-ფინალური დაპირისპირება 14 აპრილს, 23:00 საათზე, ენფილდზე შედგება. წყვილს შორის პარიზში გამართული მატჩი პარიზული გრანდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.