ლუის ენრიკე ჟურნალისტს: ,,გაბედულები ხართ, რადგან ინფორმაცია არ გაქვთ და მაინც ლაპარაკობთ''
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოსერთან მატჩის წინ, პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერჯერობით არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. სწორედ ამიტომ, შრომა და გამარჯვებისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. რთული მატჩი გველის, რადგან ჩვენი მეტოქეები ღრმა დაცვით გვეთამაშებიან. თუმცა, ამას მივეჩვიეთ. გვსურს, გავლიდერდეთ, მაგრამ ლანსი ზედიზედ 10 გამარჯვებით შესანიშნავ ფორმაშია. ეს საინტერესოა...
ეჭგვარეშეა, რომ ოსერს პრობლემების შექმნა შეუძლია, მათ ეს მარსელის, ლილის, ლანსისა და სტრასბურის წინააღმდეგაც მოახერხეს. ისინი ჩვენს დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებენ. ვნახეთ, რომ დაუმარცხებლები არ ვართ, ამიტომ მოსაგებად ბევრი უნდა ვიმუშაოთ.
სათამაშო ფორმა? ბევრ გოლს ვიტანთ, გასულ სეზონთან შედარებით, ამ ეტაპზე 4-ით მეტი გოლი გვაქვს გატანილი, რაც მაფიქრებინებს, რომ სწორ გზაზე ვართ. ვფიქრობ, სეზონის გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.'' - ლუის ენრიკე
პრესკონფერენციაზე ესპანელი სპეციალისტი ჟურნალისტების კრიტიკასაც გამოეხმაურა:
,,ვცდილობ, პატივი ვცე თქვენს აზრს, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. თქვენ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის 50%-იც კი არ გაქვთ. როცა ტელევიზორში ჩვენი თამაშის შესახებ ჟურნალისტების აზრს ვისმენ, წარმოუდგენელია... გაბედულები ხართ, რადგან ინფორმაცია არ გაქვთ და მაინც ლაპარაკობთ. ამაზე ბევრჯერ გავბრაზებულვარ. აქ იმიტომ ვრჩები, რომ ვიგებთ, თუ წავაგებთ, მეც წავალ. თამაშის წესები ასეთია. სპორტინგთან თამაშის შემდეგ ჩვენი გაკრიტიკება უბრალოდ წარმოუდგენელია.
იჩენს თუ არა პსჟ-ს ზოგი ფეხბურთელი ზედმეტ ინდივიდუალიზმს? მატჩის დროს შეიძლება გავბრაზდე, მაგრამ არა ჩემს ფეხბურთელებზე. ვამაყობ იმით, რაც სპორტინგთან ვნახე. ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს.
როგორ ვხსნი იმ ფაქტს, რომ მატჩების მოგება უფრო გვიჭირს? ბევრი მიზეზი არსებობს. ეს სეზონი უჩვეულოა. იანვარია და ძირითადი შემადგენლობით მხოლოდ 1 შეხვედრა ჩავატარეთ, ისიც პირველი, როცა ფეხბურთელები ფორმაში ბოლომდე შესულები არ იყვნენ. თუ ჩემპიონთა ლიგის ცხრილში ჩაიხედებით, ნახავთ, რომ 8-დან 6 გუნდი კვლავ იბრძვის მერვედფინალში გასასვლელად. თქვენ კი ცუდად საუბრობთ შევალიეზე, ზაბარნიზე, მწვრთნელზე...'' - ლუის ენრიკე
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში, ოსერი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
❤️💙🎙️🇪🇸 Luis Enrique aux journalistes : «Vous cherchez des solutions mais vous ne les trouvez jamais car vous n’avez pas d’informations (il rigole). Je respecte votre opinion mais je ne peux pas la partager. Vous n’avez pas 50% de l’information que j’ai. Quand je parle des… pic.twitter.com/OnBbtKmlJ8
— Paris No Limit (@Xparisnolimit) January 22, 2026