დემბელემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
RMC-თან ინტერვიუში პარი სენ ჟერმენის შემტევს, უსმან დემბელეს, ფიზიკური ფორმის შესახებ ჰკითხეს.
პარიზთან ლიგა 1-ის ბოლო ტურის მატჩში 29 წლის ფეხბურთელმა დისკომფორტი იგრძნო და მოედანი ნაადრევად დატოვა, რამაც პსჟ-ს გულშემატკივარები გაანერვიულა.
,,ყველაფერი ძალიან კარგადაა. მცირე დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა და ფინალისთვის მზად ვიქნები. ამაში ეჭვი არ მეპარება და იმედი მაქვს, 30 მაისს მოედანზე გავალ.
ჩემს კარიერაში იმდენი მცირე დისკომფორტი თუ სერიოზული ტრავმა მქონია, თამაშის შეწყვეტა ვამჯობინე, რათა ზედმეტი რისკი თავიდან ამერიდებინა.'' - უსმან დემბელე
მიმდინარე სეზონში დემბელეს ანგარიშზე პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
🚨 Rendez-vous demain pour un entretien exceptionnel avec le Ballon d'Or, Ousmane Dembélé ! pic.twitter.com/4Dxb5hoUrr
— Rothen s'enflamme (@Rothensenflamme) May 20, 2026
სხვა სტატიები
არსენ ვენგერი: "არსენალო, შენ ეს შეძელი!"
რომა დევიძე
17 საათის წინ ფეხბურთი
ლუის ენრიკე: "ეს იყო ყველაზე ცუდი მატჩი"
რომა დევიძე
2 დღის წინ ფეხბურთი