ლუის ენრიკეს რეაქცია, როცა უთხრეს, რომ, შესაძლოა, ბარსელონას ან ლივერპულს შეხვდეს
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ,,შტუტგარტთან'' მოგების შემდეგ, ჟურნალისტმა უთხრა, რომ 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში, მისი გუნდის მომავალი მეტოქე, შესაძლებელია, ,,ლივერპული'' ან ,,ბარსელონა'' იყოს, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა სიცილით უპასუხა:
არა, არა! ბარსელონა არა! და არც ლივერპული... თუმცა, ვერაფერს შევცვლით. პირველ ყოვლისა, მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეთ. ფეხბურთი ასეთია, მოდუნება 5 წუთითაც არ შეიძლება. თუ არ ვცდები, ყველა ფრანგული გუნდი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არც ისე ცუდი ლიგაა, როგორც ხალხი ამბობს. დარწმუნებული ვარ, რომ რთული მატჩები გველის.
ენრიკემ მედიასთან ,,შტუტგარტთან'' გამართული შეხვედრაც შეაფასა:
,,ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და პლეი-ოფში გავედით. ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ფეხბურთელებმა გუნდური სამუშაო შესანიშნავად შეასრულეს. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებსაც!
13 ქულა და მე-15 პოზიცია ცოტათი უსამართლოა, რადგან, სულ მცირე, 5-ით მეტ ქულას ვიმსახურებდით.
დემბელე მიყვარს, ის უნიკალური მოთამაშეა. მან ყველა თვისება გამოავლინა და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მისი გოლები არაჩვეულებრივი იყო.
უსმანის ჰეთ-თრიკი? ფეხბურთი გუნდური სპორტია. ზოგჯერ თავდამსხმელები ძალიან კარგები არიან, ისე, როგორც ბარკოლა სეზონის დასაწყისში ან დემბელე დღეს... შესაძლოა, მოგვიანებით ამავე როლში კვარაცხელია, ლი ან რამოში აღმოჩდნენ.
მონაკო თუ ბრესტი? ჩვენ მზად ვართ ნებისმიერის წინააღმდეგ ვითამაშოთ!'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,შტუტგარტს'' 4:1 მოუგო და პლეი-ინში თამაშის უფლება მოიპოვა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგის ფაზაში მე-15 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე მისი სავარაუდო მეტოქეები მე-17 პოზიციაზე გასული ,,მონაკო'' ან მე-18 ადგილზე გასული ,,ბრესტი'' იქნებიან.
უკვე ისიც ცნობილია, რომ მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი ,,ლივერპულს'' ან ,,ბარსელონას'' დაუპირისპირდება.