ლუის ენრიკე: ,,შესაძლოა, ხვალ მეკარის გარეშე ვითამაშოთ''
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მონაკოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,რენთან წაგებული მატჩი საფუძვლიანად უნდა გავაანალიზოთ, წინა შეხვედრაში იმდენივე მომენტი შევქმენით, რამდენიც მარსელის წინააღმდეგ, მაგრამ დავმარცხდით.
მონაკოს დასაკარგი არაფერი აქვს, ეს ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ყოველ მატჩში ერთ დონეზე ვითამაშოთ. ჩვენი მენტალიტეტი უცვლელია - მიზანი სახლშიც და სტუმრადაც მოგებაა.
მონაკოსთან მატჩში მეკარეებთან დაკავშირებული ინციდენტები? არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა, რომ ხვალ საღამოს უფრო მშვიდად ვიყოთ. შესაძლოა, მეკარის გარეშე ვითამაშოთ (იცინის), თამაში არცერთ მეკარეს არ სურს...
მინდა, რომ ჩვენი საუკეთესო ვერსია ვნახო. გასულ სეზონში მერვედფინალის პირველ შეხვედრაში (ლივერპულთან) დავმარცხდით, საპასუხო მატჩში კი ყველაფერი გამოვასწორეთ. წინა წლის სეზონის სტარტზე ცხადი იყო, რომ ეფექტურობა გვაკლდა. როცა ბევრ მომენტს ვქმნით, ეს ნიშნავს, რომ მეტოქეს ვჯობნით. უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად რთულია სტუმრად გამარჯვება, მაგრამ თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, რადგან ეს წარსულში უკვე გაგვიკეთებია.'' - ლუის ენრიკე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი მონაკოს ესტუმრება. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
🎙️🇪🇸 Luis Enrique sur les précédents évènements à Monaco avec les gardiens :
— Le Meilleur du PSG (@LMDPSG) February 16, 2026
"Je ne sais pas si j'attends une soirée plus calme. Peut-être qu'on va jouer sans gardien (sourire). Aucun gardien ne veut jouer."
(CP) pic.twitter.com/Hpg7qf7dWU