პსჟ Vs მონაკო | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები
ოთხშაბათს ღამით (00:00), ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი მონაკოს უმასპინძლებს.
რამდენიმე ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა:
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:
საფონოვი - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ზაიერ-ემერი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, კვარაცხელია, დუე, ბარკოლა.
მონაკოს სავარაუდო შემადგენლობა:
კიონი - ვანდერსონი, ფასი, კერერი, კაიო ენრიკე, კამარა, ზაკარია, ადინგრა, ფატი, კულიბალი, ბალოგანი.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ფაბიან რუისი და კენტენ ნჯანტუ დააკლდებიან, კითხვის ნიშნის ქვეშაა უსმან დემბელესა და სენი მაიულუს თამაში.
მონაკოს კი გოლოვინი (დისკვალიფიკაცია) კაბრალი, დაიერი, ჰრადეცკი, მინამინო და უატარა ვერ დაეხმარებიან.
პსჟ-სა და მონაკოს შორის გამართული პირველი მატჩი ლუის ენრიკეს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.