კვარაცხელია: ,,ჩელსი თუ ბარსელონა? ორივე მათგანს პატივს ვცემთ''
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მონაკოსთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,გაშვებულ გოლამდე ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ფეხბურთში ასეთები ხდება და მონაკო ძალიან კარგი გუნდია. მეტოქე განსაკუთრებით საშიში კონტრშეტევებზე იყო. ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ.
მატჩის დროს ვფიქრობდით თუ არა, რომ შესაძლოა, გავვარდნილიყავით? დიახ, რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. მონაკო თავს იცავდა და კარგადაც გვიტევდა. როცა ვაგებდით, თავდაჯარებულობა ცოტათი დავკარგეთ, მაგრამ შესვენებაზე მწვრთნელი დაგველაპარაკა და ამან მოტივაცია შეგვძინა. სწორედ ამის დამსახურებით მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით.
ჩელსი თუ ბარსელონა? ორივე მათგანს პატივს ვცემთ. პსჟ ორივე მეტოქესთან სათამაშოდ მზადაა.'' - ხვიჩა კვარაცხელია
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრა პსჟ-სა და მონაკოს შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა ორმატჩიან დაპირისპირებაში 5:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
პარი სენ ჟერმენი მერვედფინალში ლონდონის ჩელსის ან კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდება.
📣🔴🔵 Khvicha Kvaratskhelia en zone mixte : « À la mi-temps, le coach nous a parlé dans le vestiaire, ça nous a donné une très grande motivation. Grâce à ça, je pense qu’on a bien joué en deuxième mi-temps. » pic.twitter.com/r1hfmGaSBR
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) February 26, 2026