ლუის ენრიკე: "სამწუხაროა, რომ წავიდა"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო ფანჯრის მთავარი ამბავი მბაპეს "რეალში" გადასვლა იყო. დიდი ხნის საგა დასრულდა და კილიანი მადრიდულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფრანგის წასვლის შემდეგ, ლუის ენრიკემ პირველად ისაუბრა მბაპესთან ურთიერთობაზე.
კილიანის შემთხვევაში მე შევხვდი შესანიშნავ მოთამაშეს. ის განსაკუთრებული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანია, ვისაც იშვიათად ხვდები. მე აქ დამხვდა ადამიანური, მოსიყვარულე, ახლობელი ადამიანი, რომელიც ამავდროულად უდიდესი ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ მადრიდში წავიდა, მაგრამ ცხოვრებაც თამაშის ნაწილია.
იმედი მაქვს, რომ მისთვის ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი მაქვს სასყვედურო, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გაგვეუმჯობესებინა მისი ღირსებები და დაგვეფარა მისი ნაკლი. ის ყოველთვის ძალიან თავაზიანი და მოკრძალებული იყო, ისევე როგორც მისი ძმა და მშობლები. - განაცხადა ლუის ენრიკემ
რეალში გადასვლის შემდეგ, მბაპეს ესპანეთის ჩემპიონატში 4 გოლი აქვს გატანილი, რეალი კი 6 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა. მბაპემ ერთი გოლი უეფას სუპერთასის ფინალშიც გაიტანა, "ატალანტას" წინააღმდეგ. ეს მისი სადებიუტო გოლი იყო რეალის შემადგენლობაში.