ლუის ენრიკე: "დაჯილდოებაზე მისვლას სახლში ყოფნა მირჩევნია"
ხვალ, ლანსი და პსჟ 29-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრას გამართავენ. პსჟ-ს, დარჩენილ ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ საფრანგეთის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდეს. კიდევ ერთი უდიდესი ფაქტორი ისიცაა, რომ პარიზელებს ორივე მატჩის წაგების შემთხვევაშიც შეუძლიათ ჩემპიონობა. ლუის ენრიკეს გუნდი ლანსს 6 ქულით უსწრებს, ბურთების სხვაობა კი 15-ით მეტი აქვს, რისი განიავებაც 2 შეხვედრაში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
პსჟ-ს მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და იმაზეც გააკეთა კომენტარი, თუ რატომ არ იყო ფრანგულ გალა-დაჯილდოებაზე.
რატომ არ ვიყავი გალაზე? სიმართლე გითხრათ, ასეთ დაჯილდოებებზე არასდროს დავდივარ, სახლში ყოფნა მირჩევნია და თან არსენალი უნდა შევისწავლო.
რაც შეეხება ლანსს - ეჭვგარეშეა, რომ ხვალ სეზონის ორი საუკეთესო გუნდი შეხვდება ერთმანეთს. ვეცდებით ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო მატჩი იქნება.
ხვალინდელ მატჩს ზეიმად აღვიქვამ - საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ატმოსფეროს თვალსაზრისით. ამ მატჩისთვის მოტივირებულები ვართ და ეს ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებლად საუკეთესო გზაა.
ბოლო ტურს 17 მაისს, პარიზთან ვითამაშებთ და შემდეგ, 2 კვირა თავისუფალი დრო გვექნება - არ ვნერვიულობ, რადგან როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს აპირებ, მაშინაც კი, თუ მანამდე ერთი თვე დაისვენე, ერთ დღეში მზად იქნები. ეს პრობლემა არ იქნება. - განაცხადა ლუის ენრიკემ
🚨🚨 Luis Enrique 🇪🇸 sur son absence aux trophées UNFP : « JAMAIS JE VAIS À CE TYPE D’ÉVÈNEMENTS !
— Actu Foot (@ActuFoot_) May 12, 2026
Je préfère rester à la maison, il faut étudier Arsenal ! 😁😭 »
🎥 @lequipe pic.twitter.com/kSGCwLDMuC
ფრანგული ფეხბურთის დაჯილდოებაზე, სეზონის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ ლანსის თავკაცი, პიერ საჟი დაასახელეს. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა კი დეზირე დუე.
ამავე დაჯილდოებაზე, ლიგა 2-ის სეზონის MVP გახდა ზურიკო დავითაშვილი.