Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "პარიზში ნაადრევად დაბრუნებას არ ვაპირებთ"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრას, პსჟ სიეტლ საუნდერსთან ჩაატარებს. ბოტაფოგოსთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, პარიზელებს ჯგუფიდან გასასვლელად ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვთ. მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა.

მწვრთნელმა გვითხრა, რომ ეს იქნებოდა შეჯიბრი, სადაც ადვილი მატჩები არ გველოდა, ამიტომ 100%-ით უნდა მოვმზადებულიყავით. კარგად ვრეაგირებდით, ვივარჯიშეთ, სრულად აღვიდგინეთ ძალები და მატჩისთვის მზად ვართ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გუნდს დავეხმარო. მე ჩემს მაქსიმუმს მუდამ მოედანზე ვტოვებ.

პარიზში ნაადრევად დაბრუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ვართ და ამერიკაში ამ დონის საჩვენებლად ჩამოვედით. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ

ამ მომენტისთვის, პსჟ 3 ქულით ჯგუფის მეორე ადგილზეა. ატლეტიკოსაც 3 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. პირველზე ბოტაფოგოა 6 ქულით, ხოლო სიეტლს ქულა არ აუღია. ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები გავლენ.

სხვა სტატიები