Belive

ლუის ენრიკე: ,,როცა წილისყრა შედგა, ორივე მწვრთნელმა ერთი რამ ვიფიქრეთ''

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ლივერპულთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ! დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ! ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველანი განწყობილნი ვართ იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ.

ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბურთის დაჭერა გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტის, ხასიათისა და განსაკუთრებით დონარუმას წყალობით, გამარჯვება შევძელით.

მნიშვნელობა არ აქვს, ვიმსახურებდით თუ არა მოგებას... მომდევნო ეტაპზე გასვლა ორივე გუნდმა დაიმსახურა. პარიზში უკეთესები ჩვენ ვიყავით, აქ მეტოქემ გვაჯობა. ჩემმა გუნდმა ენფილდზე ხასიათი გამოავლინა, ატმოსფერო კი შესანიშნავი იყო.

როცა წილისყრა შედგა, ორივე მწვრთნელმა ერთი რამ ვიფიქრეთ: ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რისი ნახვაც შეგიძლიათ. ჩემპიონთა ლიგას თანმიმდევრულობასთან საერთო არაფერი აქვს, უკეთესი კონკრეტულ მომენტში უნდა იყო. ჩვენც ბევრჯერ გადავრჩით და ისინიც.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ხვალ, ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' დაპირისპირებაში გაირკვევა.

სხვა სტატიები