ლუის ენრიკე პსჟ-ს ვარსკვლავის ოქროს ბურთის რეიტინგით უკმაყოფილოა
ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ცნობით, პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, მიაჩნია, რომ ვიტინიამ ოქროს ბურთის რეიტინგში გაცილებით უკეთესი შედეგი დაიმსახურა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა გასულ წელს, მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა წელს, 26 წლის ფეხბურთელი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და საბოლოოდ, მე-14 ადგილზე გავიდა.
ვიტინიას წინ აღმოჩნდნენ აშრაფ ჰაკიმი (მე-13 ადგილი), პაუ კუბარსი (მე-12 ადგილი), ჯუდ ბელინგემი (მე-11 ადგილი) და ფაბიან რუისი (მე-10 ადგილი). ამ საკითხთან დაკავშირებით, ლუის ენრიკემაც გააკეთა კომენტარი. ენრიკე პორტუგალიელი ფეხბურთელის ოქროს ბურთის რეიტინგში დაკავებული ადგილით უკმაყოფილო იყო.
არა, ეს შედეგი არ მაკვირვებს, რადგან მას კარგად ვიცნობ. ის გუნდს სრულიად განსხვავებულ რამეს აძლევს. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომელსაც ასეთი ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები აქვს.
ის წარმოუდგენლად ნიჭიერია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი მყავს და მიმაჩნია, რომ ოქროს ბურთის რეიტინგში უკეთეს ადგილს იმსახურებდა" - ლუის ენრიკე
🚨🚨 Luis ENRIQUE 🇪🇸 sur la 14e place de VITINHA 🇵🇹 au Ballon d’Or 👇🌕 :
— Actu Foot (@ActuFoot_) October 29, 2026
« IL N’EST PAS LÀ OÙ IL MÉRITE. » 🙌
🎙️ conf. de presse https://t.co/ShRGdehC1r pic.twitter.com/mQSVBINBJH