Belive

ისევ ზიდანის კვალზე: ბელინგემმა ზიზუს შედეგი გააუმჯობესა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს გადაასწრო.

ინგლისელი ფეხბურთელი სამეფო კლუბს ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში სანტანდერის რასინგის დამარცხებაში დაეხმარა: მან ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. 

ეს გოლი ინგლისელი ნახევარმცველისთვის მადრიდელთა რიგებში 50-ე აღმოჩნდა.

Madrid Zone-ის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლით ბელინგემმა გადაასწრო საკუთარ კუმირს, ზინედინ ზიდანს, რომლის ანგარიშზეც 49 გოლი იყო.


ამასთან, ჯუდს გუნდის ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელზე ბევრად ნაკლები მატჩი დასჭირდა:154 შეხვედრა 227-ის წინააღმდეგ.

ზიდანი რეალის ღირსებას 2001-დან 2006 წლამდე პერიოდში იცავდა, ხოლო ბელინგემი ესპანურ გრანდს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა.

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა რასინგი დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.


სხვა სტატიები