Belive

ლუის ენრიკე: "მწვრთნელობა რთულია, შესაძლოა ეიფელიდან გადმოგაგდონ"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 33-ე ტურში პსჟ ბრესტს უმასპინძლებს. ახლა პარიზელები პირველ ადგილს იკავებენ და მეორეზე მყოფ ლანსს 3 ქულით უსწრებენ (პსჟ-ს კიდევ ერთი მატჩი აქვს გადადებული). რეალურად, დარჩენილ 3 თამაშში პსჟ-ს მხოლოდ 4 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ ჩემპიონი ოფიციალურად გახდეს. ბრესტთან შეხვედრის წინ ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და როტაცია დააანონსა.

პირველივე დღიდან გულშემატკივრების, პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შედეგების მიუხედავად, მე ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. იგივეს ვერ ვიტყვით პრესაზე, მაგრამ მე მიყვარს პრესასთან ურთიერთობა.

მწვრთნელის ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან თუ თამაშებს იგებ, შესანიშნავად გთვლიან, ხოლო თუ ზედიზედ სამს წააგებ, შესაძლოა ეიფელის კოშკიდან გადმოგაგდონ.

მიუნხენში მატჩის ხელახლა ნახვის შემდეგ ვამაყობ იმით, თუ როგორ ვიბრძოდით. აშკარად გვქონდა თამაშის მოგების მიზანი. ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. არ მაინტერესებს ის პატარა დეტალები, რომლებზეც ჟურნალისტებს ყურადღების გამახვილება უყვართ (საფონოვის დარტყმები აუტში).

ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მოთამაშეების ჯანმრთელობას, მათ 3 დღეში ერთხელ თამაში უწევთ, ამიტომ ცვლილებები შემადგენლობაში ყოველთვის იქნება. - განაცხადა ლუის ენრიკემ

სხვა სტატიები