ლუის ენრიკე: ,,მიმდინარე სეზონის ყველაზე რთული მატჩი იყო''
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რომასთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა:
,,ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. პირველივე წუთებიდან გვაპრესინგებდნენ და ძალიან გაგვიჭირდა. თავიდანვე შეგვექმნა პრობლემები და ეს მატჩი შესაძლოა წაგვეგო კიდეც. ისინი ფრეს და, იქნებ, მოგებასაც იმსახურებდნენ. ძალიან რთული შეხვედრა იყო, ვფიქრობ, მიმდინარე სეზონის ყველაზე რთულიც კი...
კვარაცხელიას ან დუეს გარეშე ფერან ტორესსა და აკლიუშს უფრო გაუჭირდათ? არა, ეს მთლიანად რომას დამსახურებაა. ვინც უნდა დაგვეყენებინა, მაინც გაგვიჭირდებოდა. როდესაც გუნდი ასე აპრესინგებს, ასეთი მენტალიტეტითა და ინტენსივობით, ძალიან რთულია. ვნახე რომას მატჩები რეალისა და მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ - მათ მეტი ქულა ეკუთვნოდათ.
მენდეში და დემბელე? ნუნუ მენდეშის შემთხვევაში, განსაკუთრებით ასეთ მატჩში, თუ 100%-ით მზად არ ხარ, დიდ რისკზე მიდიხარ. ამიტომაც გამოვიყვანეთ დაღლის პირველივე ნიშნებზე. უსმან დემბელეს კი, როდესაც ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ, დასვენება სჭირდება, რათა ტრავმის რისკის გარეშე შეძლოს თამაში. სიფრთხილეს ვიჩენთ, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ტრავმის შემდეგ ბრუნდებიან.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში პარი სენ ჟერმენმა რომას უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
5 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, რომა კი 5 ქულით 25-ე ადგილს იკავებს.