Belive

ლუის ენრიკე: ,,მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, განაცხადა, რომ კილიან მბაპეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს:

,,უნდა ითქვას, რომ გუნდში გადმოსვლამდე, მბაპეს, როგორც ფეხბურთელს, უკვე ვიცნობდი. ის უმაღლესი დონის მოთამაშეა. მისი ტექნიკური და ფიზიკური პოტენციალი მხოლოდ აძლიერებს იმ აზრს, რომ კილიანი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ეჭვგარეშეა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მისი მწვრთნელი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ვხედავ...

ვფიქრობ, მბაპე ერთ-ერთია იმ 3-4 ფეხბურთელს შორის, ვისაც შეუძლია ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს და მატჩი მარტომ მოიგოს. ჩემთვის ის ნომერ პირველია. მიუხედავად ამისა, რომ ეს შეუძლებელი ჩანს, როგორც ადამიანი, კილიანი კიდევ უფრო უკეთესია. - ლუის ენრიკე

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 8 გოლია.

სხვა სტატიები