ჩემპიონთა ლიგა | მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და 1/4-ფინალის საგზური კიდევ 4-მა გუნდმა - ,,რეალმა'', ,,არსენალმა'', ,,დორტმუნდმა'' და ,,ასტონ ვილამ'' გაიფორმა.
მომდევნო ეტაპზე გუშინ ,,პსჟ'', ,,ბაიერნი'', ,,ინტერი'' და ,,ბარსელონა'' გავიდნენ. შედეგად 1/4-ფინალში ასეთი წყვილები მივიღეთ:
პსჟ - ასტონ ვილა
არსენალი - რეალი
ბარსელონა - დორტმუნდი
ბაიერნი - ინტერი
ხვიჩა კვარაცხელიას ,,პსჟ'' ,,ასტონ ვილას'' ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, 1/2-ფინალში ,,არსენალს'' ან ,,რეალს'' შეხვდება.
მეოთხეფინალის პირველი მატჩები 8 და 9 აპრილს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 15 და 16 აპრილსაა ჩანიშნული.
ტურნირის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, ,,ალიანც არენაზე'' გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის ,,რეალია'' რომელმაც გასულ წელს ფინალში ,,დორტმუნდი'' დაამარცხა.