ლუის ენრიკე: "კვარა კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება"
თავდაპირველად კვირისთვის ჩანიშნული პსჟ-სა და ლიონის მატჩი ორშაბათისთვის გადაიდო, რადგან საფრანგეთში, უქმე დღეებში, მასშტაბური აქციებია მოსალოდნელი. შეხვედრის წინ, ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენცია გამართა, სადაც პარიზული კლუბის მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე, რომლის არყოფნაც გუნდის თამაშზე უთუოდ იმოქმედებს.
სამწუხაროდ, მატჩის დასრულებისთანავე მივხვდით, რომ სერიოზული ტრავმა გვქონდა. მძიმე წუთებია, ფიქრობ ფეხბურთელზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაც უახლოეს თვეებში მოუწევს, თუმცა ოპტიმიზმი არ უნდა დავკარგოთ.
ეს პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია - თუ გსურს, რომ 10/15 წელი მაღალ დონეზე ითამაშო, მსგავსი ტრავმების გადალახვა გიწევს. ამ სირთულის უკან მოტოვების შემდეგ ის კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. კვარა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ასეთადვე დარჩება. - განაცხადა ლუის ენრიკემ
ლუის ენრიკეს რამდენიმე ალტერნატივა აქვს: პირველი შანსი, შესაძლოა, მიკა გოდტს მიეცეს, თუმცა ბელგიელმა გუნდში მოსვლის შემდეგ თავის გამოჩენა ჯერ ვერ მოახერხა. მეორე ვარიანტი მარცხენა ფლანგზე დეზირე დუეს გამოყენებაა, ხოლო სანდო კანდიდატად ფერან ტორესიც რჩება, რომელსაც კარიერის დასაწყისში ფლანგზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება ახალი ფეხბურთელის დამატებას, ლუის ენრიკე ტრანსფერს გამორიცხავს:
არა, მსგავსი არაფერია. ტრავმა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ახალი მოთამაშეები სასწრაფოდ უნდა დავიმატოთ. სეზონის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდებით, თუნდაც სერიოზული დაზიანებები მივიღოთ. თუმცა, ბაზარს თვალს ვადევნებთ და თუ შესაფერისი შესაძლებლობა გამოჩნდება, განვიხილავთ. - დაამატა მწვრთნელმა
🌕 Luis Enrique était en conférence de presse samedi à deux jours du choc de la 8e journée de Ligue 1 face à Lyon. Cette affiche décalée à lundi soir en raison de la mobilisation en France se déroulera en même temps que la cérémonie du Ballon d’Or https://t.co/J2GCSBdGj1
— RMC Sport (@RMCsport) October 24, 2026