Belive

ლუის ენრიკე: ,,ეს არის ის, რაც ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე არ მომხდარა''

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ბრესტთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ბრესტის წინააღმდეგ თამაში რთულია. უდავოა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული კლუბია. მეტოქის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვითამაშეთ.

7 სხვადასხვა გოლის ავტორი? ეს არის ის, რაც ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე არ მომხდარა. ეს ჩვენი გუნდის ხასიათს აჩვენებს. თუ 7 სხვადასვა გამტანია, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა მოთამაშემ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელი დაინახა. ასე რომ არ მომხდარიყო, ამდენს ვერ გავიტანდით.

კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ამაში ეჭვი არ გვეპარება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რთულია ისეთი მოთამაშის მოძებნა, რომელიც გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. აშკარაა, რომ მას გუნდის დახმარება სურს. ფეხბურთელი, რომელიც 7:0-ზე დაცვაში ამხელა ძალისხმევას დებს, არის ის, ვინც ამ გუნდს უკეთესს გახდის.

ბოლომდე თამაში ჩვენი გულშემატკივრებისა და მეტოქისადმი პატივისცემის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ჩვენ კი სწორედ ეს გავაკეთეთ.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრესტს'' უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა. შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა 2 დაპირისპირების ჯამში 10:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე ,,პსჟ-ის'' მეტოქე ,,ლივერპული'' ან ,,ბარსელონა'' იქნება. წილისყრა პარასკევს გაიმართება.

სხვა სტატიები