,,ფინალი ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის ძალიან კარგი სანახავი იქნება'' - ლუის ენრიკე ინტერთან მატჩზე
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, საფრანგეთის თასის ფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ინტერის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
,,ინტერისა და ბარსელონას ნახევარფინალურ მატჩზებს ვუყურე და ფინალში გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა.
ინტერი წლებია მაღალ დონეზე ასპარეზობს მწვრთნელითა და ფეხბურთელების ჯგუფით, რომლებიც შეკრულები არიან და ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. ამ გუნდში ყველა თავის საქმეს აკეთებს.
ვფიქრობ, გახსნილი და კონკურენტუნარიანი ფინალი გველის. მატჩი ძალიან კარგი საყურებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენი ფანებისთვის, არამედ ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის. ინტერის სათამაშო სტილი ძალიან მომწონს, მათ შეტევა უყვართ. შესანიშნავი სანახაობა გველის.
პსჟ-ში ბევრი ვარსკვლავია და ჩემი გუნდის მშვენება სწორედ ეს არის - ვარსკვლავები, რომლებიც გუნდს ემსახურებიან და არა პირიქით. ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ამდენი მაღალი დონის ფეხბურთელი მყავს და მათი შრომა გუნდს ეხმარება, გუნდურ სპორტში კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არასდროს ვართ, რადგან ტრავმის ან ჩავარდნის რისკი ყოველთვის არსებობს. მთავარია, რომ მზად მთელი გუნდი იყოს.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება, ერთმანეთს ,,პარი სენ ჟერმენი' და ,,ინტერი'' შეხვდებიან.
🎙️⚽️ Conf de presse de Luis Enrique en direct du Campus PSG 🔴🔵 https://t.co/vMRlIyBHzB
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) May 21, 2025