Belive

ლუის ენრიკე: ,,ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჯერ მხოლოდ პროექტის დასაწყისში ვართ''

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ბრიუშენთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ყოვლისა, მეტოქეს ამ შედეგის მიღწევას ვულოცავ, მათ თასიდან ლიგა 1-ის 2 გუნდი - ლე ავრი და ნიცა გააგდეს. უფრო დაბალ დონეზე რომ გვეთამაშა, პრობლემები შეგვექმნებოდა.

ვფიქრობ, დღეს ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბურთი კვარასა და დუესთან მიგვეტანა, უპირატესობა სწორედ ამით მოვიპოვეთ. ისევე, როგორც გასულ წელს, ამ სეზონშიც ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა. ასეთ შეხვედრებში გამარჯვებისთვის მზად უნდა იყო და სწორედ ამიტომ, ბედნიერები ვართ. ზოგ ფეხბურთელს მეტი დრო მიეცა, ზოგს კი - ნაკლები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილი გუნდი ვიყოთ.

ბოლო 3 მატჩში 17 გოლი გავიტანეთ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ჩემი გუნდის შობის წინა პერიოდი ძალიან მომეწონა, მაგრამ ის, რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ვნახე, კიდევ უფრო უკეთესია. კალენდარი გადატვირთულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველანი კონკურენციაში ვართ. მე ვხედავ გუნდს, რომელიც, მეტოქის მიუხედავად, სიამოვნებას იღებს და მხიარულობს.

ევროპაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ? თითოეული მატჩი მომატების საშუალებას იძლევა. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ჯერ კიდევ პროექტის დასაწყისში ვართ. აღმასვლას გავაგრძელებთ, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.'' - ლუის ენრიკე

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრიუშენი'' სტუმრად 7:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს ღამით (00:05), საფრანგეთის ლიგა 1-ში, ,,ლილის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები