Belive

ლუის ენრიკე: ,,ჩვენი მიზანია, ყველა თასის მოსაგებად ვიბრძოლოთ''

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ლე მანთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ძალიან ბედნიერი ვარ! მინდა მივულოცო მეტოქეს, რომელმაც კარგად ითამაშა. გამარჯვება იოლი არ ყოფილა, ჩვენს გუნდს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა.

ჩვენი მიზანია ბოლომდე კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ყველა თასის მოსაგებად ვიბრძოლოთ. საფრანგეთის თასის სიურპრიზების შესახებ ვიცით, მაგრამ დღეს ჩემი გუნდი ძალიან მომწიფებული იყო.

კიმპემბეს დაბრუნება ყველას გვიხარია. 2 წელი იბრძოდა და მისი ფიზიკური მდგომარეობა უმჯობესდება, ის ნამდვილი ლიდერია.'' - ლუის ენრიკე

საფრანგეთის თასის მერვედფინალში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლე მანი'' სტუმრად 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას პარასკევს ღამით, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ,,მონაკოს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები