,,გეფიცებით, ამ ბიჭის ცუდი გოლი ჯერ არასდროს მინახავს'' - რას წერენ სოციალურ ქსელებში კვარაცხელიაზე
ევროპის სუპერთასის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა და ტიტულის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.
მატჩში ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ბრწყინვალე თამაშს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აი, რას წერენ გულშემატკივრები ქართველ ვარსკვლავზე:
გეფიცებით, ამ ბიჭის ცუდი გოლი ჯერ არასდროს მინახავს;
ამ დღეებში პაბებში ყველა კვარაცხელიაზე ილაპარაკებს;
ის, რაც გარდაუვალია: სიკვდილი, გადასახადები და კვარაცხელიას შედევრი ინგლისელების კარში;
კვარა ოქროს ბურთის ფავორიტი უნდა იყოს, თუმცა სათანადოდ არ აფასებენ;
ახალი სეზონი, იგივე ისტორია... ჯადოსნური კვარა;
რას ელოდებით? პირდაპირ გადაეცით ოქროს ბურთი;
მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ დამთხვეოდა, ოქროს ბურთი მისი იყო;
სრულყოფილება, უმაღლესი კლასი. კვლავ აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის;
პსჟ-ს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება - კვირას, 16 აგვისტოს, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ლანსს დაუპირისპირდება.