Belive

ლუის ენრიკე: ,,ჩვენ ანგარიშის შესანარჩუნებლად კი არა, მოსაგებად ვართ განწყობილნი''

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მონაკოსთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,მეცთან მატჩი ბრწყინვალედ დავიწყეთ და ისეთი ფეხბურთელებით მოვიგეთ, რომლებსაც სხვებთან შედარებით, ბევრი არ უთამაშიათ, ეს კი გუნდის თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია. თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. პირველი შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მონაკოს დასაკარგი არაფერი აქვს და რთული მომენტებს უნდა ველოდოთ.

მონაკომ ლანსთან შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ვიცით, რამდენად რთულია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო იყოს. გვსურს, რომ ამ ტურნირზე წინსვლა გავაგრძელოთ! ჩვენ ანგარიშის შესანარჩუნებლად კი არა, თამაშის მოსაგებად ვართ განწყობილნი.

პირველი მატჩი? როცა პირველი 20 წუთის განმავლობაში ყველაფერი შენ წინააღმდეგაა, როგორც წესი, ეს ცუდად მთავრდება, მაგრამ როგორც გასულ, ასევე ამ სეზონში ვაჩვენეთ, რომ პრობლემების გადალახვა შეგვიძლია. მთავარია, ჩვენი სტილით ვითამაშოთ. საუკეთესო მიდგომა იქნება თუ ამ მატჩს ისე შევხედავთ, როგორც პირველს.'' - ლუის ენრიკე

ოთხშაბათს ღამით (00:00), ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი მონაკოს უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

სხვა სტატიები