Belive

ლუის ენრიკე: ,,ჩემი კარიერის განმავლობაში, ამ დონის გულშემატკივრები არასდროს მინახავს''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მონაკოსთან მოგებული მატჩის შემდეგ, პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,უჩვეულო მატჩი გამოვიდა, რადგან პირველივე შეტევიდან გოლი გავუშვით, რამაც თავდაჯერებულობა დაგვაკარგინა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემმა გუნდმა ამოცანას თავი გაართვა და გამოწვევა კარგად დავძლიეთ. ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და ზეწოლა გვემატება, რაც ყველა მატჩის მოგებას გულისხმობს.

დეზირე დუე? გასულ კვირას ყველა მას აკრიტიკებდა... ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და მისი ასეთი თამაში ძალიან მახარებს.

მონაკოს სტადიონი მინი პარკ დე პრენსად იქცა? ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს, არასდროს არ მინახავს ამ დონის გულშემატკივრები, არც როგორც ფეხბურთელს და არც როგორც მწვრთნელს! მაშინაც კი, როცა 0:2-ს ვაგებდით, არ გაჩერებულან, მათ დიდ მადლობას ვუხდი!''
- ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა მონაკო სტუმრად 3:2 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ ოთხშაბათს, პარიზში გაიმართება, მანამდე კი პსჟ ლიგა 1-ში მეცს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები