Belive

პსჟ-სა და ბაიერნის გაერთიანებული თერთმეტეული ლიზარაზუს ვერსიით

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ბიქსანტ ლიზარაზუმ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, პარი სენ ჟერმენისა და ბაიერნის გაერთიანებული თერთმეტეული დაასახელა.

მსოფლიო ჩემპიონის სიმბოლურ გუნდში 6 ფეხბურთელი პსჟ-დან მოხვდა, 5 კი - ბაიერნიდან:

  • მეკარე - მანუელ ნოიერი

  • მცველები - აშრაფ ჰაკიმი, დაიო უპამეკანო, ვილიან პაჩო, ნუნო მენდეში

  • ნახევარმცველები - იოზუა კიმიხი, ჟოაუ ნევეში

  • თავდამსხმელები - მაიკლ ოლისე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენი ბაიერნს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები