ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრაზე: ,,პირველი მატჩის შედეგი უნდა დავივიწყოთ''
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ბრესტთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ხვალინდელ მატჩზე ბოლომდე კონცენტრირებული ვარ.
ბრესტმა ბოლო წლებში არაერთი ქამბექი შეასრულა. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ ბევრი პრობლემა შეგვიქმნას. ამიტომ, პირველი შეხვედრის შედეგი უნდა დავივიწყოთ, რადგან ჩვენი ერთადერთი მიზანი მოგებაა.
ძალიან კმაყოფილი ვარ შემადგენლობით, განსაკუთრებით კი ნახევარდაცვით. გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ.
აქვს თუ არა ბრესტს სიტუაციის გამოსწორების შანსი? ჩვენი მიზანია დავრწმუნედთ, რომ ეს ასე არ მოხდება.'' - ლუის ენრიკე
,,პარი სენ ჟერმენისა'' და ,,ბრესტის'' შეხვედრა ოთხშაბათს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ლუის ენრიკეს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
Luis Enrique ahead of Brest tomorrow night:
— Paris Saint-Germain (@PSG_English) February 18, 2025
“We must forget the first-leg result and our only goal is to win the second leg. It's our duty to want to win this game."#UCL | #PSGSB29 pic.twitter.com/95CZnzW2wO