ლუის ენრიკეს ფინალებში გასაოცარი სტატისტიკა აქვს
პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს კლუბში მუშაობის პერიოდში, თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ერთთამაშიანი ფინალი არ წაუგია, ესპანელ სპეციალისტს 10-დან 10 ფინალი აქვს მოგებული. ენრიკეს საკლუბო ტიტულების მოგება ბარსელონათი იწყება და პსჟ-თი გრძელდება, მან მხოლოდ ერთხელ 2015 წელს წააგო ესპანეთის სუპერთასი ბილბაოს წინააღმდეგ, მაგრამ ის ორმატჩიანი დაპირისპირება იყო.
სრულად მისი თავკაცობით გუნდებმა ეს კონკრეტული ტიტულები მოიგეს:
ჩემპიონთა ლიგა - 2015 წელი
ბარსელონა 3:1 იუვენტუსი
უეფას სუპერთასი - 2015 წელი
ბარსელონა 5:4 სევილია
საკლუბო მსოფლიო თასი - 2015 წელი
ბარსელონა 3:0 რივერ პლეიტი
ესპანეთის თასი - 2015 წელი
ბარსელონა 3:1 ატლეტიკ ბილბაო
ესპანეთის თასი - 2016 წელი
ბარსელონა 2:0 სევილია
ესპანეთის თასი - 2017 წელი
ბარსელონა 3:1 ალავესი
საფრანგეთის თასი - 2024 წელი
პსჟ 2:1 ლიონი
საფრანგეთის თასი - 2025 წელი
პსჟ 3:0 რეიმსი
საფრანგეთის სუპერთასი - 2024 წელი
პსჟ 2:0 ტულუზა
საფრანგეთის სუპერთასი - 2025 წელი
პსჟ 1:0 მონაკო
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს დაუპირისპირდება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.