Belive

ლუის ენრიკეს ბარსას აკადემიიდან ნახევარმცველის წაყვანა სურს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი ბარსელონას აკადემიის წევრს, 18 წლის ხუან ერნანდესს უმიზნებს, რომლის კონტრაქტიც სეზონის ბოლოს იწურება. საფრანგეთის ჩემპიონები, ბარსელონას ყოფილი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, აკადემიის ნახევარმცველს ყურადღებით აკვირდებიან და მიაჩნიათ, რომ ის მათ სტრატეგიას შეესაბამება, რაც ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების გარშემო განვითარებას გულისხმობს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, პსჟ-ს ყურადღება იმანაც მიიქცია, რომ 18 წლის ფეხბურთელი, ბოლო კვირების განმავლობაში, რეგულარულად ვარჯიშობდა პირველ გუნდთან ერთად. მას კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.

ერნანდესი ლუის ენრიკეს ახალგაზრდულ პროექტში ჯდება

პარიზული კლუბის ინტერესი გასაკვირი არ არის. ლუის ენრიკე, რომელიც ბარსელონას აკადემიის სისტემას კარგად იცნობს, პირადად აკვირდებოდა ერნანდესის ზრდას და მას პსჟ-ს დაკომპლექტების მოდელის იდეალურ დამატებად მიიჩნევს - პსჟ გადაერთო ახალგაზრდა, მაღალი პოტენციალის მქონე ევროპელ მოთამაშეებზე და არა ძვირადღირებულ სუპერვარსკვლავებზე.

კლუბმა პრიორიტეტი გრძელვადიან განვითარებას მიანიჭა, ამ ზაფხულს ილია ზაბარნი და ლუკას შევალიე დაიმატა, ტრავმების კრიზისის ფონზე კი აკადემიის აღზრდილები, იბრაჰიმ მბაიე და სენი მაიულუ რეგულარულარდ თამაშობენ. ინტრეგაციის ამ ფილოსოფიამ ერნანდესის მსგავსი ახალი მოთამაშეებისთვის პარიზში წარმატების გზა გახსნა.

სხვა სტატიები