Belive

საფრანგეთის მთავარი ლიგისკენ გზაზე სენტ-ეტიენის პირველი მეტოქე გაირკვა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 2-ის დასრულებულ სეზონში, სენტ-ეტიენმა მესამე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, ზურიკო დავითაშვილის გუნდს, ლიგა 1-ში გადასასვლელად, 2 მატჩის ჩატარება მოუწევს.

კლუბი, რომელიც მთავარი დივიზიონიდან ითამაშებს ფინალში, ლიგა 1-ის ბოლო ტურში გაირკვევა - ეს ან ნიცა იქნება, ან ოსერი (რომელიც მე-16 ადგილს დაიკავებს/ორივეს 31 ქულა აქვს). ნიცას შეხვედრა უკვე გავარდნილ მეცთან უწევს, ოსერის საქმე უფრო რთულადაა, ის მესამეადგილოსან ლილს დაუპირისპირდება.

უკვე გაირკვა, თუ ვის შეხვდება სენტ-ეტიენი პირველ ფინალში - ლიგა 2-ის მეოთხე და მეხუთეადგილოსნები (რედ სტარი და როდეზი) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და გამარჯვება როდეზს დარჩა (2:3).

15 მაისს, სენტ-ეტიენი სწორედ როდეზს მიიღებს და გამარჯვებული, მთავარ ლიგაში გადასასვლელად, ნიცასა და ოსერს შორის უკეთესს შეხვდება.

სხვა სტატიები