Belive

ლუის ენრიკე: ,,ამიტომ ვამბობ, რომ მედიამ ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, დორტმუნდის ,,ბორუსიასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ასეთ უნიკალურ სტადიონზე განსაკუთრებული მატჩით ტკბობა და ფინალში გასვლის შანსი მშვენიერი შეგრძნებაა! კარგი სანახაობა გველის, ჩვენი უნარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ბევრი გოლი ვიხილოთ.

მედია პსჟ-ს ფავორიტად მიიჩნევს? სწორედ ამიტომ, დიდი ხანია ვამბობ, რომ მედიამ ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. მჯერა, რომ ყველაფერი, გარდა ფინალში გასვლისა, დარჩენილი ოთხივე გუნდისთვის იმედგაცრუება იქნება.

ჩემი ფეხბურთელებისა და კლუბის მხარდაჭერას აქ ყოფნის პირველივე დღიდან ვგრძნობ. ახლა გაუმჯობესების პროცესში ვართ, ეს ამ პროექტის მხოლოდ დასაწყისია. სეზონის დასრულებამდე 1 თვეა დარჩენილი და ოთხი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს, საკუთარი ემოციები უნდა ვმართოთ.'' - ლუის ენრიკე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,დორტმუნდი'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები