Belive

ლუის დიასის გატაცებულ მამას ტყეში ეძებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კოლუმბიის პოლიცია, ქვეყნის ჩრდილოეთით არსებულ ტყეებში, ლივერპულის ფეხბურთელის, ლუის დიასის მამას ეძებს, ის 4 დღეა დაკარგულად ითვლება.

ლუის მანუელ დიასი და მისი მეუღლე შაბათს პატარა ქალაქ ბარანკასში ბენზინგასამართ სადგურზე იმყოფებოდნენ, როდესაც ისინი მოტოციკლებით მოძრავმა შეიარაღებულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

თავდამსხმელის დედა, ცილენის მარულანდა, პოლიციამ რამდენიმე საათში გადაარჩინა მას შემდეგ, რაც მათ ვენესუელასთან, კოლუმბიის საზღვართან ახლოს, საგზაო ბლოკადა გამოიყენეს, თუმცა მამა დაკარგულად რჩება.

საჰაერო და სახმელეთო ძალები, ისევე როგორც ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმი იკვლევს მთის ქედს, რომელიც ორ ქვეყანაშია გადაჭიმული და ხშირი ტყით არის დაფარული. პოლიციამ 48 000 დოლარი დააწესა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც მათ საქმის გახსნაში დაეხმარებათ.

ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ გატაცებული უკვე ვენესუელაშია და იქ კოლუმბიის იურისდიქცია არ ვრცელდება.

დიასი კოლუმბიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა და ლივერპულს გასულ წელს, 55 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.

26 წლის ფეხბურთელი კვირას "ლივერპულისა" და "ნოტინგემ ფორესტის" მატჩის განაცხადში არ იყო. თანაგუნდელებმა მის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და პირველი გოლის შემდეგ ფეხბურთელის მაისური ყველამ ერთად ასწია.

სხვა სტატიები