ლივერპული 20 წლის მეკარის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
ლივერპული პუშკაშ აკადემიის 20 წლის მეკარის არმინ პეკშის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება მერსისაიდული გუნდი მის ტრანსფერზე გუნდს უკვე შეუთანხმდა და ყველაფერი მალე დასრულდება.
20 წლის ფეხბურთელი "ოქროს ბიჭის" (Golden Boy) ნომინანტთა სიაში მოხვდა. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახავა 11-ჯერ მოახერხა. პეკში უნგრეთის 21-წლამდელებში ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულის მეორე მეკარე კაოიმ კელეჰერი ბრენტფორდში გადავიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილი,რომელიც ლივერპულის საკუთრებაა იჯარით ვალენსიაში ასპარეზობდა, სეზონის ბოლოს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ გიორგი ესპანეთში აღარ დარჩებოდა, მაგრამ უცნობია როგორ განვითარდება მამარდას კარიერა და სად ვიხილავთ უახლოეს პერიოდში ქართველ მეკარეს.
🚨🇭🇺 EXCLUSIVE: Liverpool set to agree deal to sign 20 year old goalkeeper Armin Pecsi from Puskas Akademia.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 6, 2025
Record sale for the Hungarian club as Pecsi said yes to Liverpool project, final details club to club and all done on player side.
Here we go, soon. 🏁 pic.twitter.com/r68VsqqRPQ